Sunday, May 17, 2015

დღე მეცხრე-კურსის შეფასება
დღეს წარვადგინეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები, ძალიან კრმაყოფილი ვარ, რადგან სირთულეებისა, გამომივიდა და ვთვლი, რომ ეს კურსი ჩემთვის იყო წარმატებული.  პროექტებით სწავლება მორგებულია სასწავლო პროცესზე და ვთვლი, რომ პროექტების საშუალებით შევძლებ ყველა მოსწავლე ჩავრთო საგაკვეთილო პროცესში, მივცე მათ მათთვის საინტერესო დავალებები,  ვასწავლო მიღებული ცოდნის ტრანსფერი და შევაყვარო საგანი. მთელი კურსის მანძილზე ტრენერისგან მოდიოდა პოზიტიური და დროული უკუკავშირი, რაც დამეხმარა განვითარების პროცესში, რათა ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული პროექტის პორტფოლიო. მნიშვნელოვანი იყო ურთიერთშეფასების მეთოდებიც, დღეს მე ვიყავი მზიას შავი ოპონენტი და ირმას თეთრი ოპონენტი, უკუკავშირების მიღებამ და აგრეთვე ჩვენი პროექტის ძლიერი მხარეების დანახვამ კიდევ ერთხელ მომცა განვითარების შესაძლებლობა.
     ეს კურსი მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ვისწავლე, როგორ შევინახო გუგლი დრაივზე ჩემი ნაშრომები ან სხვა რაიმე მასალა, გავუზიარო სხვებს საჭიროების შემთხვევაში. ინტელის რესურსები არაჩვეულებრივი მზა რესურსებია, რომელთაც მოვარგებ ჩემ პროექტებს და გამოვიყენებ. მადლობა ჩვენ ტრენერს-გვანცა სალიას და კორპორაცია ინტელს საინტერესო მოდულისთვის.

No comments:

Post a Comment