Sunday, May 17, 2015

დღე მეცხრე-კურსის შეფასება
დღეს წარვადგინეთ პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები, ძალიან კრმაყოფილი ვარ, რადგან სირთულეებისა, გამომივიდა და ვთვლი, რომ ეს კურსი ჩემთვის იყო წარმატებული.  პროექტებით სწავლება მორგებულია სასწავლო პროცესზე და ვთვლი, რომ პროექტების საშუალებით შევძლებ ყველა მოსწავლე ჩავრთო საგაკვეთილო პროცესში, მივცე მათ მათთვის საინტერესო დავალებები,  ვასწავლო მიღებული ცოდნის ტრანსფერი და შევაყვარო საგანი. მთელი კურსის მანძილზე ტრენერისგან მოდიოდა პოზიტიური და დროული უკუკავშირი, რაც დამეხმარა განვითარების პროცესში, რათა ბოლომდე მიმეყვანა დაწყებული პროექტის პორტფოლიო. მნიშვნელოვანი იყო ურთიერთშეფასების მეთოდებიც, დღეს მე ვიყავი მზიას შავი ოპონენტი და ირმას თეთრი ოპონენტი, უკუკავშირების მიღებამ და აგრეთვე ჩვენი პროექტის ძლიერი მხარეების დანახვამ კიდევ ერთხელ მომცა განვითარების შესაძლებლობა.
     ეს კურსი მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმიტომ, რომ ვისწავლე, როგორ შევინახო გუგლი დრაივზე ჩემი ნაშრომები ან სხვა რაიმე მასალა, გავუზიარო სხვებს საჭიროების შემთხვევაში. ინტელის რესურსები არაჩვეულებრივი მზა რესურსებია, რომელთაც მოვარგებ ჩემ პროექტებს და გამოვიყენებ. მადლობა ჩვენ ტრენერს-გვანცა სალიას და კორპორაცია ინტელს საინტერესო მოდულისთვის.

Saturday, May 16, 2015

დღე მერვე
დღევანდელი დღით ძალიან კრმაყოფილი ვარ, დავათვალიერეთ პორტფოლიოები ბლოგებზე, მივიღე რეკომენდაციები, რის საშუალებით შევიტან შესწორებებს ჩემი პროექტის პორტფოლიოში. ვისწავლე ბმულების გაკეთება ბლოგზე, რაც დამეხმარება მარტივად გადავიდე და მქონდეს წვდომა საჭირო რესურსთან. აგრეთვე ვისწავლე, როგორ გავაკეთო  ფასილიტატორი რესურსი მოსწავლისთვის, რაც დამეხმარება, მოსწავლეს ადვილად გავაგებინო დავალების არსი და მოსწავლეს კი დაეხმარება, ადვილად შეასრულოს დავალება. ტრენერისგან მივიღეთ დავალებები, ხვალ ვიქნები ირმას თეთრი და მზიას შავი, იმედი მაქვს,  დავალებას თავს გავართმევ.

Tuesday, May 12, 2015

დღე მეშვიდე
დღეს გამოვიყენე  მეთოდი უკუკავშირი 3-2-1, რის საშუალებითაც მივეცი უკუკავშირი კოლეგებს, მეც მივიღე კოლეგებისგან რეკომენდაციები, რაც დამეხმარება განვითარებაში. ვისწავლე საუკეთესო რესურსის-ბლუმის და გარდნერის მატრიცის გამოყენებით ინტელექტიდან გამომდინარე ბლუმის დონეების განსაზღვრა, რაც დამეხმარება მოსწავლეებისთვის დავალებების განაწილების დროს.
ამდენად დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო ჩემთვის.

Sunday, May 10, 2015

დღევანდელი დღეც მნიშვნელოვანია, რადგან გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს და მის შეფასებას. ტრენინგმა დამანახა, როგორ დავინახო მოსწავლის თვალით პროექტი და როგორ შევაფასო ის. თავდაპირველად გამიჭირდა, მაგრამ დღის დასარულს გავიგე, როგორ მოვახდინო მოსწავლის ნაშრომის შეფასების ადაპტირება.

Saturday, May 9, 2015

დღე მეხუთე
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, რადგან გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, მივიღე დადებითი უკუკავშირი ტრენერისგან და კოლეგებისგან, მიღებულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებ პროექტის აღწერის და პროექტის მიზნების განსაზღვრის პროცესში, რამაც დამანახა, როგორ გავწერო პროცედურები, რომ შევქმნა მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული პროექტის პორტფოლიო.

Sunday, May 3, 2015

დღე მეოთხე
ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, დღითი-დღე ვწვდები პროექტის დეტალების სიღრმეს და მიადვილდება მუშაობა. დღეს გავეცანი პროექტის შეფასების მიზნებს და შეფასების ინსტრუმენტებს, რაც აუცილებელია პროექტის მიმდინარეობის დროს მოსწავლეთა შეფასებისთვის. გავწერე პროექტის პროცედურები, რამაც დამანახა, როგორ დავგეგმო პროექტი დეტალურად, რაც შემიწყობს ხელს სასწავლო მიზნების მიღწევისთვის.

Saturday, May 2, 2015

დღე მესამე
დღევანდელი დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან გავეცანი  პროექტის ხერხემალს-მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს საპრეზენტაციო მასალისა და ნიმუშების საშუალებით და გავაკეთე კითხვები ჩემი პროექტისთვის. ასევე ვიმუშავე პროექტის შაბლონზე, გავწერე პროექტის შინაარსი, შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები. მაქვს სურვილი ავუწყო ფეხი სიახლეებს და გამოვიყენო სასწავლო პროცესში და ამისთვის დიდი მადლობა ინტელს და ჩვენს ტრენერს-გვანცა სალიას.